საქართველოს პარლამენტმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაყენებული კანონპროექტი პირველი მოსმენითვე მიიღო.
კანონპროექტის მიღებას მხარი პარლამენტის 82 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 13-მა კი, ხმა მის წინაღმდეგ მისცა.
მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ნაცვლად ორი ახალი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.
მათივე ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია მიენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია დაეკისრება.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press